10 ოქტ 2026
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელიც 13 500 დოლარს თაღლითურად დაეუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა.
მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა.
დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.