ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება

10 ოქტ 2026

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები ამჯერად, მესტიის მუნიციპალიტეტის  პედაგოგებს გადასცა.

ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი, ნაყოფიერი  საქმიანობისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პედაგოგების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების სახელით პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობის, პროფესიული ღვაწლისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.