პანამაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

10 ოქტ 2026

პანამის სამხრეთ ნაწილში  ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის შედეგად შენობები დაზიანდა და ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ეპიცენტრი დედაქალაქიდან  200 კილომეტრის მოშორებით, 12.6 კილომეტრის სიღრმეზე, მცირედ დასახლებულ რაიონში დაფიქსირდა.

ქალაქ პენონომეში  რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, მათ შორის სასტუმრო და  ეკლესიის კოშკი. დაზარალებულ ქალაქში პრეზიდენტი რაულ მულინო ჩავიდა, რათა მუნიციპალური მთავრობის შენობისა და სხვა ნაგებობების დაზიანება შეეფასებინა. ათობით განმეორებითი ბიძგის მიუხედავად, პანამის არხმა ნორმალური მუშაობის შესახებ განაცხადა და ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტმა ხანმოკლე შეჩერების შემდეგ რეისები განაახლა.

ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.