"patria vini" - რელიგიის მუზეუმში საოჯახო ღვინის გამოფენა გაიმართა

09 ოქტ 2026

"patria vini"-  საოჯახო ღვინო რწმენისა და ტრადიციის გზაზე აჭარაში - ამ სახელწოდებით რელიგიის მუზეუმში საოჯახო ღვინის გამოფენა გაიმართა. 

მუზეუმის ეზოში განთავსებულ სტენდებზე, აჭარაში მოქმედი მარნების, ღვინის სახლებისა და ადგილობრივი მცირე მეწარმეების მიერ დაყენებული ღვინოები იყო წარმოდგენილი.

სტუმრებს კი საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, მათ შორის აბორიგენული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები.

მეღვინეები გამოფენის
 სტუმრებს თავად უზიარებდნენ ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებსა და რეგიონული ვაზის ჯიშების ისტორიას.

ღონისძიებაზე ასევე შესრულდა ფოლკლორული სიმღერები. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანი საოჯახო მეღვინეობის პოპულარიზაცია, მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და ქართული ღვინის კულტურის, რწმენისა და საუკუნოვანი ტრადიციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.