სამხრეთაფრიკელ მოსამართლეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა

09 ოქტ 2026

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამხრეთაფრიკელ მოსამართლეს, 85 წლის ნავანეთემ „ნავი“ პილაის, „მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის გაწეული ძალისხმევის გამო“. 

პილაი პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოებსა და ეროვნულ ლიდერებს, იმედს უსახავდა ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლთ და თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მტკიცე მორალურ პრინციპებს იცავდა.

იგი ხელმძღვანელობდა გაეროს საგამოძიებო კომისიასაც ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.