საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

09 ოქტ 2026

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება. გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია დამსვენებლებს ერთდროულად უმასპინძლებენ.

სეზონისთვის მზადება დაწყებულია. გუდაურში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. "სნოუპარკის" ტერიტორიაზე ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრი იქნება.

ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების „ხადასა“ და „სნოუპარკის“ დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს
 ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.