ძველი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამა - ხულოს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს

09 ოქტ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტში ძველი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს.

შანთაძეების ხუთწევრიანი ოჯახი, რომელშიც სამი არასრულწლოვანია, ამ დრომდე ძველ სახლში ცხოვრობს. ახალი სახლი ოჯახის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთზე შენდება, რომელიც მალე დასრულდება.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საკუთარი რესურსებით ძველი ან ავარიული სახლის შეკეთების ან ახალი საცხოვრებლის აშენების შესაძლებლობა არ აქვთ.