09 ოქტ 2026
დღეს რკინიგზელთა დღეა, პროფესიული დღესასწაული იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწეული სამსახურისთვის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც გააჟღერა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2027 წლის პირველი იანვრიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.
სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე, სამომავლო გეგმებსა თუ შესრულებულ პროექტებზე.