09 ოქტ 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი შესაძლოა გაიზარდოს და მოქმედი 85 დეციბალის ნაცვლად, ზღვარმა შესაძლოა 100 დეციბალს მიაღწიოს.
საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ფედერაციასთან ერთად მუშაობს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება როგორც მოსახლეობის, ისე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობა ქუჩებში ჭარბი ხმაურის გამო ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას, რის
გამოც მოქმედებს შესაბამისი შეზღუდვები. ამასთან, მისი განმარტებით, აუცილებელია ინტერესების დაბალანსება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.