ერთადერთი რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

09 ოქტ 2026

ერთადერთი რეგიონის მასშტაბით ​და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის - ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველომ წელსაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს ჩვენი ქვეყანა ბოლო 11 წელია ინარჩუნებს.

შეფასებულია ათეულობით ქვეყანა, საქართველო კი ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში საუკეთესო სახელმწიფოებს შორისაა. 

"საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის.

სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც სტაბილურად უმაღლეს შეფასებას განაპირობებს" - ვკითხულობთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანით ვაჭრობის ყოველწლიური ანგარიშიდან.