09 ოქტ 2026
ბათუმის ანიმაციური ფილმების მე-18 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" გრძელდება.
მეხუთე საფესტივალო დღეს, საგამოფენო სივრცე გალერეა "ჩიგოგიძეში" ანიმაციური ფილმების პროექტების ფორუმი გაიმართა.
შეხვედრაზე, სკოლის მოსწავლე ანიმატორებმა 3 ფილმი წარადგინეს. ფილმები სხვადასხვა თემატიკისაა და არასაკონკურსო პროგრამაშია.
მოსწავლეებმა, ანიმაციების წარდგენის შემდეგ, სტუმრების კითხვებს უპასუხეს, ამასთან მოწვეული პროფესიონალი ანიმატორებისგან მიიღეს რჩევები.
ხვალ, ბათუმის ანიმაციური ფილმების მე-18 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" უნდა დასრულდეს. სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, წარმოდგენილი 40 ქვეყნის 87 ფილმიდან გამარჯვებულები.