საქსტატი: საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა და 2 165.2 ლარია

09 ოქტ 2026

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა და 2 165.2 ლარია - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

როგორც "საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, შემდეგ მოდის ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე  მშენებლობა.