09 ოქტ 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
კერძოდ ბათუმი-ანგისა-ახალციხის საავტომობილო გზის 0-დან 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე გზის ძველი საფარის ამოფრეზვა და ახალი, წვრილმარცვლოვანი ასფალტის დაგება მიმდინარეობს.
პარალელურად, ეწყობა გვერდითი სანიაღვრე არხები და წყალარინების სისტემა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულება და აღნიშნული მონაკვეთის ჩაბარება დღეს, საღამოს საათებში იგეგმება.