ზურაბ პატარაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად, ტრაპიზონისა და რიზეს გუბერნიებში შეხვედრები გამართა

09 ოქტ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ზურაბ პატარაძემ  დელეგაციის წევრებთან ერთად, ტრაპიზონისა და რიზეს გუბერნიებში შეხვედრები გამართა. 

ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორთან შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა ბიზნესფორუმების, ტურისტული გამოფენებისა და საინვესტიციო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე. 

რიზეს გუბერნატორთან აუდიენციისას კი ეკონომიკურ საკითხებთან ერთად უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.