ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტებზე, მამა-შვილს 18-18 წლით პატიმრობა მიესაჯათ

09 ოქტ 2026

18-18 წლით პატიმრობა მიესაჯათ მამა-შვილს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტებზე. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.  

საქმე ეხება შარშან, ბათუმში 8 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა დაზარალებული მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს.

პროკურატურის განცხადებით, დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.