09 ოქტ 2026
ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ მოსამართლეს, 85 წლის ნავანეთემ „ნავი“ პილაის მიენიჭა „მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის გაწეული ძალისხმევის გამო“.
კომიტეტის განცხადებით, პილაი სახელმწიფოებსა და ეროვნულ ლიდერებს პასუხისმგებლობას აკისრებდა, ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლთ იმედს აძლევდა და თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მტკიცე მორალურ პრინციპებს იცავდა.
ნავი პილაი ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე გაეროს საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა.