ინდონეზიაში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა მეზობელ ქვეყნებში ჰაერი დააბინძურა

09 ოქტ 2026

მალაიზიის რამდენიმე შტატში, ასევე ფედერალურ და ადმინისტრაციულ დედაქალაქებში, სკოლები დაიხურა. ქვეყნის განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეზობელ ინდონეზიაში ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა ჰაერის დაბინძურების დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნიშნულამდე გაზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების ინდექსის სახიფათო მაჩვენებელი ქვეყნის 37 რაიონში დაფიქსირდა.

სინგაპურში ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შაბათ-კვირას დაგეგმილ „ფორმულა 1“-ის გრან-პრიზე და ღია ცის ქვეშ გასამართ სხვა გასართობ ღონისძიებებზე.