09 ოქტ 2026
რუსეთში დასრულდა იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ციმბირში, შავი ჭირის კვლევის ცენტრში მომუშავე გარდაცვლილ ლაბორანტთან.
ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველი სახელმწიფო უწყებისა და რეგიონის გუბერნატორის განცხადებების თანახმად, გამოკვლეული თითქმის 5 000 ნიმუშიდან არცერთში სახიფათო პათოგენი არ გამოვლენილა.
„მედიის მხრიდან გაზრდილი ყურადღების ფონზე სპეციალისტებმა სიტუაცია საფუძვლიანად შეისწავლეს. ეს იყო გამოცდა, რომელიც ღირსეულად ჩავაბარეთ“, — განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი ყურადღების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე ცალსახად არ განუმარტავს, შეიძლებოდა თუ არა 28 წლის ლაბორანტის, დარია შიპილოვას გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი ყოფილიყო.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქალი პნევმონიით გარდაიცვალა, თუმცა დაავადების გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ იყო.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დადგენილი პროცედურების შესაბამისად სრული ინფორმაცია მიაწოდა.