09 ოქტ 2026
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში შემოქმედებითი საღამო „ბათუმური ჩაის საღამო“ გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ისტორია, ჩაის კულტურა, ლიტერატურა, მუსიკა და ხელოვნება.
საღამო ჩაის დაყენების მასტერკლასით გაიხსნა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ჩაი, დაეთვალიერებინათ სამოვრებისა და ჩაიდნების კოლექციები, აგრეთვე ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები. მათ ასევე გაეცნენ ჩაის კულტურისა და მისი განვითარების ისტორიის ამსახველ დოკუმენტებსა და ფოტომასალას.
ღონისძიებას მწერლები, პოეტები, ხელოვანები, მუსიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.