აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

09 ოქტ 2026

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ დაარსებიდან 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ტურნეს ფარგლებში შემოქმედებითი ჯგუფი ოზურგეთს ეწვია. კონცერტი გურული სიმღერის დიდოსტატისა და ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილი წევრის, მერაბ კალანდაძის ხსოვნას მიეძღვნა.

მერაბ კალანდაძე გურული ხალხური სიმღერის გამორჩეული შემსრულებელი და ბანის ცნობილი ოსტატი იყო. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ „ბათუმის“ წევრი გახლდათ და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საიუბილეო კონცერტი ჭაბუკა სურმანიძის სიმღერითა და მერაბ კალანდაძისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟით გაიხსნა.

საღამოს სტუმრებმა ქართული ხალხური, ქალაქური და საესტრადო სიმღერები მოისმინეს. ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო ტურნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.