09 ოქტ 2026
რუსეთი მზად არის, ირანის კონფლიქტის დასასრულებლად ყველა საჭირო ზომა მიიღოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, თეირანი და ვაშინგტონი კონფლიქტის დასრულების მიზნით ახალ წინადადებებს განიხილავენ.
დღეს თურქმენეთის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტ ავაზაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დაარსებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამიტი დაიწყო.
რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ კასპიის ზღვის გარემოსდაცვით სამიტში.