ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს

09 ოქტ 2026

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სახეობების აღდგენის მიზნით 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უწყების  მიერ, სახეობების პოპულაციების აღდგენისა და გაძლიერების ხელშეწყობისთვის, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, მსგავსი ღონისძიებები განხორციელდა ალგეთის, თბილისის, მარიამჯვრის, კოლხეთისა და ტანას დაცულ ტერიტორიებზეც. ფრინველები აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.