პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება

09 ოქტ 2026

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. დოკუმენტს დღეს დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს.

მომავალი წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა. დაფინანსება თითქმის ყველა სამინისტროს ეზრდება.

საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება, საბოლოო ვერსიას კი პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.