09 ოქტ 2026
მართლმადიდებლური სამყარო იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს.
იოანე ღვთისმეტყველი იესო ქრისტეს ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო, რომელსაც ეკლესია „სიყვარულის მოციქულსაც“ უწოდებს.
იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ - 9 ოქტომბერსა და 21 მაისს აღინიშნება.