ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - „ქართულ ოცნებაში“ დოკუმენტს პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში ჩარევად აფასებენ

09 ოქტ 2026

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რიგით მეცხრე რეზოლუცია კვლავ შეფასებების საგანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტის შინაარსი საქართველოს პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში ჩარევას წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ევროპელი ბიუროკრატების მიერ მიღებული მორიგი დოკუმენტი ექსტრემიზმის წახალისებას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია გუშინ, 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავი 97-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათი აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.