ქართველმა პარატაეკვონდისტებმა პარიზის გრან-პრიზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 

09 ოქტ 2026

პარიზის გრან პრიზე ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ჯაფარიძემ მსოფლიო რეიტინგში 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მონღოლი სპორტსმენი, სურენიავ ულამბაიარი ჩამოიტოვა და რეიტინგის ლიდერი გახდა.

ანა ჯაფარიძე ნოემბერში სამხრეთ კორეაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტურნირი 20-22 ნოემბერს გაიმართება.

ამავე ტურნირზე 47 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა პარატაეკვონდოისტმა, ლიკა ჩაჩიბაიამ. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი კრისტიანა ნასიმენტო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.