09 ოქტ 2026
მექსიკის სინალოას შტატში, რომელიც ძალადობის მაღალი დონით გამოირჩევა, ციხეში ბუნტი მოხდა. დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ცხრა პატიმარი და ერთი ვიზიტორი, ხოლო დაშავდა კიდევ 16 პატიმარი. ამის შესახებ შტატის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
ინციდენტის შემდეგ საპატიმროსთან პატიმართა ახლობლები შეიკრიბნენ, ციხის ტერიტორიაზე კი სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ.
უწყების განცხადებით, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს პროკურატურა გამოიძიებს. ამჟამად ციხეში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.