09 ოქტ 2026
NBA-ის ჩემპიონი და „ოლ სტარის“ რვაგზის მონაწილე დუაით ჰოვარდი საქართველოშია. ამერიკელი კალათბურთელი თბილისში „ბლექ ფორტრესის“ შემადგენლობაში სათამაშოდ ჩამოვიდა.
ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ორ მატჩს ჩაატარებს. პირველი შეხვედრა 10 ოქტომბერს გაიმართება - „ბლექ ფორტრესი“ „გორის ივერიონს“ დაუპირისპირდება.
„საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ზაზა ფაჩულია ქართველია და კარგი ღვინო გაქვთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, კალათბურთი ძალიან გიყვართ და მოუთმენლად ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ის მატჩები, რომლებსაც აქ ჩავატარებ, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის განსაკუთრებული იქნება და დიდ სიამოვნებას მივიღებთ“, - განაცხადა დუაით ჰოვარდმა აეროპორტში.