09 ოქტ 2026
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 19 ქულა შესძინა. ეს მისი სარეკორდო მაჩვენებელია კალიფორნიულ გუნდში გადასვლის შემდეგ.
„ლეიკერსმა“ კი „საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა და 114:110 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდის სტატისტიკა კი ასეთია: 21 წუთი, 19 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. თუმცა მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც გუნდს 23 ქულა შესძინა.
„ლეიკერსი“ მომდევნო საგამოფენო მატჩს 14 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ.