09 ოქტ 2026
ინდონეზიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტყის ხანძრების გამო ინდონეზიის უმეტეს ნაწილზე, ასევე სინგაპურში, მეზობელ მალაიზიასა და ფილიპინებშიც, ჰაერის დაბინძურების დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
„გლობალური ხანძრების საინფორმაციო სისტემის“ მონაცემებით, წელს ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 60 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი მიწა დაიწვა.
მედიის ცნობით, ჰაერის ამ მასშტაბით დაბინძურება ქვეყანაში ბოლო ათი წელია არ მომხდარა. ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრების შედეგად გამოწვეული დაკავამლიანების გამო ივლისიდან სექტემბრამდე ქვეყანაში რესპირატორული ინფექციების თითქმის 175 000 შემთხვევა დააფიქსირა.
ამასთან, მეზობელი მალაიზიის რამდენიმე შტატის ხელისუფლებამ სკოლები ორი დღით დახურა.
სინგაპურის გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში ჰაერი „არაჯანსაღ დიაპაზონში“ შევიდა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფორ გაუარესდა. ხელისულფება საზოგადოებას მოუწოდებს, მეტი სითხე მიიღონ და გარე აქტივობები შეამცირონ.