ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯემალ სეფიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა

08 ოქტ 2026

ჯემალ სეფიაშვილის სოლო კონცერტი ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში - ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა.

კონცერტზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

„კულტურა მთაში“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კულტურული ღონისძიებების გამართვასა და ადგილობრივი კულტურული ცხოვრების გააქტიურებას ემსახურება.