აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

08 ოქტ 2026

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით ანსამბლმა საკონცერტო ტურნე გურიიდან დაიწყო.

კონცერტი მერაბ კალანდაძის ხსოვნას მიეძღვნა. 35 წლის განმავლობაში ანსამბლი ქართული ხალხური სიმღერისა და ვოკალური ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება.

საიუბილეო წლის ფარგლებში „ბათუმი“ კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართავს.