„თუმოს“ პირველი ცენტრი საქართველოში დღეს ოფიციალურად გაიხსნა

08 ოქტ 2026, 21:17

0
გაზიარება:

„თუმოს“ პირველი ცენტრი საქართველოში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც მოზარდები თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილებას მიიღებენ.

პროგრამა, რომელიც მოზარდებს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს, 12-18 წლის ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.

„თუმოს“ სწავლების მოდელი ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს აერთიანებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.