ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია 445 ხმით დაამტკიცა

08 ოქტ 2026

რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“ - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის ხელშესახები შედეგები შეიქმნას.

რეზოლუციის მიღებამდე, გუშინ, ევროპარლამენტში საკითხზე დებატები გაიმართა.