ახალი მასშტაბური ინვესტიცია თბილისში - არქი გრანდ ავენიუზე Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და ვინდჰემ-ის რეზიდენციების მშენებლობა იწყება

08 ოქტ 2026

ახალი მასშტაბური ინვესტიცია თბილისში — არქი გრანდ ავენიუზე Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და Wyndham-ის რეზიდენციების მშენებლობა იწყება.

პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს. 21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, სკეიტპარკს, ურბანულ ამფითეატრს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს.

უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი.

დაგეგმილი მიწისქვეშა გვირაბი კი არქი გრანდ ავენიუს წერეთლის გამზირთან რამდენიმე წუთში დააკავშირებს.

მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდნენ.