აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის გუბერნატორს თურან ერგუნს შეხვდა

08 ოქტ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის გუბერნატორს თურან ერგუნს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა აჭარისა და ართვინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საზღვრისპირა ზოლის განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტზე ისაუბრა, რომელიც საზღვართან გადაადგილებას გაამარტივებს და ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე საქართველო - თურქეთს შორის ურთიერთობების რეგიონული კონტექსტის ფარგლებში განხილულ იქნა აჭარისა და ართვინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების საკითხები.