08 ოქტ 2026
საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შედეგად, 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და შესაბამისად, წარმოადგენს ამ სექტორის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიას.
სამთავრობოთაშორისი შეთანხმება ასევე მოიცავდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული მილსადენის არამარტო ფუნქციონირების და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნება, არამედ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ოპერირების საკითხი.