ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონის კატეგორიის ლიდერები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ტურნირის გამოეთიშნენ

08 ოქტ 2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონის კატეგორიის ლიდერები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ტურნირის გამოეთიშნენ.

მაისურაძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი სერბ ბორის რუტოვიჩს დაუპირისპირდა და დამარცხდა. რაც შეეხება ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს. მან პირველ შეხვედრაში კორეელი მინკი სონგი იპონით დაამარცხა, მეორე წრეში სენეგალელ რაიან დაკოსტას იუკოსა და ვაზარის უპირატესობით მოუგო.

მერვედფინალში ბექაურის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი სანშირო მურაო იყო, რომელთანაც ქართველს ხუთითად ხუთივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა, თუმცა ამჯერად იაპონელმა აჯობა ბექაურს და იპონით დაამარცხა.

რაც შეეხება ქალთა შორის ასპარეზობას. ნინო გულბანმა პირველ წრეში ჩინელი მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა, მეორე წრეში მოუგო ისრაელის წარმომადგენელს მაია გოშენს და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვედი იდა ერიკსონი იყო. სამწუხაროდ, ქართველი ჯუდოკა მეტოქესთან იპონით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ ასპარეზობა 100 კილოგარმ წონით კატეგორიაში გაიმართება, სადაც საქართველოს ღირსებას ილია სულამანიძე დაიცავს.