08 ოქტ 2026
პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. საბიუჯეტო პაკეტი გაერთიანებულმა კომიტეტმა უკვე განიხილა.
დეპუტატებმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს კითხვები დაუსვეს და პროექტით გათვალისწინებულ ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ მიმართულებებზე ინფორმაცია მოისმინეს.
საბიუჯეტო პაკეტში შედის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, 2027-2030 წლების ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები, ინფორმაცია 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ და „საბიუჯეტო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.
დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.