"უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა" - საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია იმართება

08 ოქტ 2026

საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა" იმართება. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კონფერენციის ფარგლებში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე, ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე მსჯელობენ.

ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების მონაწილეობასა და აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს.

კონფერენციის ერთ-ერთი საკითხია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა.