08 ოქტ 2026
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმა.
მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო, რომელმაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული და პრიზიორები აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრთან, აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ელნურ მამადლისთან ერთად დააჯილდოვა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.