ზუგდიდი მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს მასპინძლობს

08 ოქტ 2026

მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს ზუგდიდი მასპინძლობს. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. 

ეზოში საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არატრადიციული ენერგორესურსების გამოფენა, ასევე  პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების სტენდები.

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ "ჰორიზონტი ევროპის" ეროვნული საკონტაქტო პირების საქმიანობასა და საგრანტო შესაძლებლობებს, ასევე დასწრებოდნენ გასტრონომიის აკადემიის მასტერკლასებს.

ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციის, ინოვაციური იდეების მხარდაჭერის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო პროექტებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.