08 ოქტ 2026
"ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის აქციები მიმდინარეობს. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიას "ქართული ოცნების" თბილისის ქალთა ორგანიზაცია უერთდება.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით, ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი ქალებისათვის, თბილისში, პაციენტები კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციებს მიიღებენ და მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამოკვლევებს ჩაიტარებენ. აქციით ჯამში 400 ქალი ისარგებლებს.
"ვარდისფერი ოქტომბერი" ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიაა, რომელსაც სახელისუფლებო პარტიის - "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია, ყოველ წელს, სხვადასხვა აქტივობით უერთდება.