სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

08 ოქტ 2026

პოლიციამ ერთი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანმხლებ არასრულწლოვანთან ერთად, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი  აპარატი დააზიანეს და თანხა მიითვისეს.

კომპანიისთვის მიყენებული ზარალი 3700 ლარს აჭარბებს.