08 ოქტ 2026
"ევროპარლამენტში დებატებზე საზოგადოებამ სამარცხვინო სურათი იხილა" - აცხადებენ მმართველ პარტიაში. დავით მათიკაშვილის თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატების ბრალდებები უსაფუძვლოა.
"სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, იუკნევიჩიენე და საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" კვლავ აჟღერებდნენ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
რაზე იყო საუბარი? - კვლავ მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე, კვლავ დემოკრატიის უკუსვლაზე და იმ მიმართულებებზე, რომელთაც ათასჯერ და ათიათასჯერ გავეცით ჩვენ პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ აინტერესებთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული დავალება, კონკრეტული მოცემულობა - საქართველოს თავს დაესხან და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული აღმშენებლობა, ეკონომიკური პროგრესი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა მონათლონ, როგორც დემოკრატიის უკუსვლა,"- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
სახელისუფლებო პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური შეტევაა საქართველოზე.
გია ვოლსკის თქმით, პოლიტიკურ პატიმრებად შერაცხეს ადამიანები, ვინც ექსტრემისტული პროცესების წახალისების დაფინანსებულ ფორმატში გამოიყვანეს.