დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება

08 ოქტ 2026

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის პროექტი ეხება "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას. საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გუშინ გაიმართა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონალური პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება დემოკრატიასთან შეუთავსებელია. 

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.

ევროპარლამენტარები კვლავ მოითხოვენ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ. მათ შორის დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.

ევროპარლამენტი ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს.