უკრაინული მედია: კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

08 ოქტ 2026

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. მაშველებმა 22 ადამიანი გადაარჩინეს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, რამაც ხანძარი და შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია.