ესპანეთში პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებისგან გამოსახლებების შეჩერებასა და ქვეყანაში საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ზომების მიღებას ითხოვენ

08 ოქტ 2026

ესპანეთში საპროტესტო აქციებია. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან გამოსახლებების შეჩერებასა და ქვეყანაში საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ზომების მიღებას ითხოვენ. მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომელიც ბინიდან გამოასახლეს.   

პროტესტმა ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ესპანეთის პარლამენტში, ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ცვლილებები 2030 წლამდე დამქირავებლების გამოსახლებასა და ქირის გაზრდის აკრძალვას, ასევე ქირავნობის ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას ითვალისწინებდა.

ამის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა.