საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: სამართალდამცველებს საპროტესტო აქციებზე მოსწავლეების წინააღმდეგ მოქმედება არ ჰქონდათ დავალებული და ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს

08 ოქტ 2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს საპროტესტო აქციებზე მოსწავლეების წინააღმდეგ მოქმედება არ ჰქონდათ დავალებული და ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს. მისივე თქმით, პოლიციამ მოქმედებისას პროპორციულობის პრინციპი უნდა დაიცვას.

პრემიერმა მოსწავლეების მოთხოვნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მათ წინადადებებს განიხილავს. შეგახსენებთ,  მესამე კვირაა საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქციები გრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით აქციების ფონზე 500-ზე მეტი სკოლა დაიხურა. აქციებზე სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას  6 500-მდე პირი დააკავეს, უმეტესობა არასრულწლოვანია. დაშავებულია ასობით სამართალდამცველი, მოსწავლე  და მასწავლებელი.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 24 საათში, ქუჩაში 266 000-მდე მოქალაქე გამოვიდა, პროფკავშირების ინფორმაციით კი, ეს მონაცემი ორჯერ მეტია. 

აქციის მონაწილეები განათლების სისტემის რეფორმას ითხოვენ. პროტესტის ძირითად მიზეზად მასწავლებელთა დეფიციტი, გადატვირთული კლასები და სკოლების ავარიული ინფრასტრუქტურა სახელდება.