08 ოქტ 2026
სტამბოლის მალთეფეს რაიონში შვიდსართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „Turkiye Today“ ავრცელებს..
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში შვიდი ადამიანია მოყოლილი. მათი ამოსაყვანად ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. მომხდარის მიზეზის დასადგენად ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.